-
როგორ შემიძლია გავაკეთო განაცხადი Payfy-ზე?
განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევით ბმულს: payfy.me/applyGeo.html
-
რომელი ბარათის ტრანზაქციაა მისაღები?
Payfy ამუშავებს საერთაშორისო და ადგილობრივი საგადახდო ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებს. დეტალები მოგეწოდებათ რეგისტრაციის პროცესში.
-
რომელ ბიზნესებთან თანამშრომლობს Payfy?
ონლაინ სავაჭრო და მომსახურების ობიექტები, რომლებიც გაივლიან Payfy-ის რეგისტრაციისა და რისკის შეფასების პროცედურას.
-
რომელი ვალუტით გადახდებია დასაშვები?
ევრო, აშშ დოლარი, ლარი
-
რა მომსახურების საფასური აქვს Payfy-ს ადგილობრივი და უცხოელი სავაჭრო / მომსახურების ობიექტისთვის?
მომსახურების საკომისიო ცვალებადია და განისაზღვრება სავაჭრო / მომსახურების ობიექტის საქმიანობის მიხედვით. მოქმედი საკომისიოები განსაზღვრულია ხელშეკრულებაში და ხელმოწერამდე მოწოდებულ ტარიფების ცხრილში.
-
რომელი ქვეყნების საბარათე გადახდებია აკრძალული?
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის იურისდიქციებიდან.
-
შემიძლია თუ არა ჩემი ანგარიშით ტრანზაქციის ისტორიის მონიტორინგი?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ტრანზაქციის ისტორია თქვენი ანგარიშიდან
-
ვის ექნება წვდომა ჩემს პერსონალურ მონაცემებზე?
სავაჭრო / მომსახურების ობიექტის პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა აქვს მხოლოდ Payfy-ს, საერთაშორისო საბარათე სისტემებს, ანგარიშსწორების ბანკებს, პროცესინგის პროვაიდერებს და უფლებამოსილ ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
-
როგორ შემიძლია დავასრულო ინტეგრაციის პროცესი?
ინტეგრაციისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ Payfy-ის ტექნიკურ დოკუმენტაციას https://payfy.me/documentation.html ან დაუკავშირდეთ ჩვენს დამხმარე ჯგუფს: hello@payfy.me.
-
ვის მივმართო ანგარიშზე შესვლის პროცესში ხარვეზის შემთხვევაში?
თუ რაიმე პრობლემა გაქვთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში: hello@payfy.me
-
რომელ სავაჭრო / მომსახურების ობიექტთან არ აწარმოებს Payfy საქმიან ურთიერთობას?
Payfy არ ემსახურება სავაჭრო / მომსახურების ობიექტებს, რომლებიც:
- ყიდიან საქართველოს ან მომხმარებლის ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულ საქონელს ან მომსახურებას;
- ექვემდებარებიან სანქციებს, ან რომელთა მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი სანქცირებულია;
- ეწევიან ვირტუალური აქტივების (კრიპტოვალუტის) მომსახურებას;
- ყიდიან იარაღს, საბრძოლო მასალას ან ასაფეთქებელ ნივთიერებებს;
- ყიდიან ნარკოტიკულ საშუალებებს ან მათი მოხმარების საშუალებებს;
- ყიდიან გაყალბებულ საქონელს ან საქონელს, რომელიც არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს;
- ავრცელებენ უკანონო ზრდასრულთა კონტენტს;
- ეწევიან ლიცენზიის გარეშე ფინანსურ, საინვესტიციო ან ფულადი გზავნილების მომსახურებას, ან პირამიდულ სქემებს;
- ეწევიან აზარტულ თამაშებს შესაბამისი ნებართვის გარეშე;
- არიან ფიქტიური კომპანიები ან ვერ ადასტურებენ ბენეფიციარ მესაკუთრეს.
შეზღუდული საქმიანობები — მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის, გაძლიერებული შემოწმებისა და, თუ ამას საბარათე სისტემების წესები მოითხოვს, საბარათე სისტემებში რეგისტრაციის შემდეგ: ლიცენზირებული აზარტული თამაშები და ლატარიები; ზრდასრულთა კანონიერი კონტენტი და გაცნობის სერვისები; აფთიაქები და საკვები დანამატები; თამბაქო, ელექტრონული სიგარეტები და ალკოჰოლი; ტურიზმი, ავიაბილეთები და ღონისძიებების ბილეთები; გამოწერის მოდელით მომუშავე სერვისები, მათ შორის უფასო საცდელი პერიოდით.
Payfy არ იღებს სავაჭრო / მომსახურების ობიექტებს და ბარათით გადახდებს, რომლებიც დაკავშირებულია ყოვლისმომცველი სანქციების ქვეშ მყოფ იურისდიქციებთან ან საქართველოს ეროვნული ბანკისა და FATF-ის მიერ განსაზღვრულ მაღალი რისკის იურისდიქციებთან.